მილანში IperCoop-ის სუპერმარკეტში ქურდობისთვის საქართველოს 46 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, 22 ივლისს კაცმა, რომელიც იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდა, სუპერმარკეტიდან 17 ფლაკონი კოღოს საწინააღმდეგო სითხე მოიპარა, რომლის საერთო ღირებულება 150 ევრო იყო. მაღაზიის დატოვებისას მისი შეჩერება თანამშრომლებმა სცადეს, რა დროსაც ის თავს დაესხა სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელს. საბოლოოდ კაცი პოლიციამ დააკავა.
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარ ვერაფერს იტყვის, დაემატება თუ არა ასაკრძალი პარტიების სიას სხვა პოლიტიკური ძალა. ამასთან, კობახიძემ განმარტა, რატომ მოითხოვა „ქართულმა ოცნებამ“ გიორგი გახარიას პარტიის აკრძალვაც. „თქვენ იცით, რა...










