მილანის რეისით ქუთაისში ჩამოფრენილი 20 წლის გოგო ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. ექიმ ნესტან ჭეიშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ამ დროისთვის ტემპერატურა 37,2 უფიქსირდება. ექიმი ვარაუდობს, რომ გოგონას მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს, თუმცა ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია.
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი და 19 წლის შვილი მოკლეს
მოსკოვში, ჟულებინის ბულვარზე მდებარე ბინაში, 53 წლის ელენა წერეთლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებს არ დაკავშირებია, რის გამოც მისმა დამ ინერვიულა და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. ...










