გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანის „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითად კულტურის მინისტრი დარწმუნებულია, რომ „ვიოლა ფონ კრამონს საქართველო და ქართველი ხალხი დიდად არ აღელვებს“.
ევროპარლამენტარი „TV პირველთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი – „როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს.
ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორად ვითარდება“.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ქალბატონ წულუკიანთან, მე მაშინ საქართველოში, მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიშას გადარჩევა მოხდა.
კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე, ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის ძალიან განათლებულია, წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის, ის იყო დემოკრატიის მხარდამჭერი, მაგრამ ახლა რაღაც მოხდა.
არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას. მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში და არც არასდროს ვყოფილვარ.
მიკვირს, რატომ ამირჩია მე, რადგან აქ, ევროპარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, ვინც ერთნაირად ფიქრობს მიმდინარე პროცესებზე საქართველოში. მისი ბრალდებები ჩემზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და იმედგამაცრუებელი“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი „TV პირველთან