“მივაღწიეთ სტაბილიზაციას, მაგრამ ეს სტაბილიზაცია აღმოჩნდა მყიფე”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული 754 შემთხვევა არ აძლევს საფუძველს, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას.
“უნდა შევიკავოთ ისეთი რეგულაციების მოხსნისგან, რომელიც ეკონომიკაზე არ მოქმედებს,”- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.










