კონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ “ნამახვანჰესის” ინვესტორს მოთმინებამ უღალატა.
მისი განცხადებით, “ნამახვანის” მსგავსი დიდი პროექტები სხვა ქვეყნებშიც აწყდებიან წინააღმდეგობას და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
“ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან, კითხვებს გარემოსდამცველების მხრიდან რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს უფრო მეტად სრულყოფილი.
სწორედ იმისკენ არის მიმართული ჩვენი ყველა მცდელობა მედიაცია, დამატებითი კვლევები, რომ პროექტი მეტად უფრო უსაფრთხო და განხორციელებადი გახდეს.
სამწუხაროა, რომ ინვესტორს ზოგჯერ მოთმინება ღალატობს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივად ამ პერიოდში მივალთ საერთო ნიშნულამდე და პროექტი განხორციელდება.
“ნენსკრას” წინასწარი სამშენებლო სამუშაოები დაწყებული იყო, თუმცა ისევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კორეელ ინვესტორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მართლაც უკმაყოფილოები ვართ პროექტის გაჭიანურებით და აქ საპარტნიორო ფონდი არაფერს შუაშია.
ძირითადი სპონსორი და ინვესტორი კორეული კომპანიაა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროექტი წინ წავა. ახლა ნენსკრა უკვე აშენებული უნდა გვქონოდა.
მზად ვართ, სახელმწიფომ უფრო მეტი მონაწილეობა მიიღო პროექტში, რადგან დავრწმუნდით თუნდაც ნამახვანისა და სხვა ჰიდროპროექტების მაგალითზე, რომ მსგავს პროექტებში სახელმწიფომ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს”,– განაცხადა თურნავამ.