საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი დგას, მთავრობამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა. რის შემდეგაც, ქვეყანას, თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა, რომლის საფუძველზეც გადაწყდება,საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მიენიჭება თუ არა. სწორედ საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით, ქუთაისში მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.
მომხსენებლმა განმარტეს, რომ კითხვარში ხაზგასმული იყო , ქვეყანაში დემოკრატიის ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები. მათივე თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ თუ რა ინსტრუმენტები არსებობს და ვისი მთავარი პასუხისმგებლობაა, იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელსაც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ითხოვს და რამდენად შეძლებს ქვეყანა არსებული ხელისუფლების პირობებში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან დადებითი შეფასების მიღებას.
ჩვენ ასევე დავინტერესდით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების რამდენი პროცენტი შესრულდა. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის, ლევან მახაშვილის თქმით ევროკავშირის მხარდაჭერით მოპოვებული გრანტების ხარისხიანად ათვისება, ადგილობრივ თვითმმართველობის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.
სასამართლო რეფორმები, სახელმწიფო შესყიდვები, ადამიანის უფლებები, საჯარო მმართველობა ეს ის საკითხებია, რომელიც ევროკავშირის მიერ პრიორიტეტად არის აღიარებული. მართალია ამ ეტაპზე ქვეყანა, არსებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ რუსეთ უკრაინის ომმა ახალი რეალობა გააჩინა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა მისცა.









