მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა შესაბამისი სამსახურები – ამის შესახებ იმერეთს გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა. იმერეთში უხვა ნალექმა საცხოვრებელი სახლების, ეზოებისა და სავარგულების დატბორვა გამოიწვია.
“უხვმა ნალექმა იმერეთის მუნიციპალიტეტში შექმნა პრობლემები, ზოგან ჩაიხერგა გზა, ზოგან დაიტბორა სავარგულები, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა შესაბამისი სამსახურები და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. ამ წუთას შეგვიძლია ვთქვათ რომ, არსად არ არის ჩახერგილი გზა. დღის განმავლობაში ყველა სამსახური იქნება მობილიზებული და სადაც იქნება მსგავსი პრობლემა შექმნილი ჩვენ მყისიერად ვიმოქმედებთ.” – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შამაბერიძემ.