LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მზია ამაღლობელს, რომელიც გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ბრალს პოლიციელზე თავდასხმაში სდებენ

მზია ამაღლობელს, რომელიც გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ბრალს პოლიციელზე თავდასხმაში სდებენ

დაპოსტა 2025/01/12-ში
A A
116
ნახვა
გაზიარება

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორი მზია ამაღლობელი გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით.

ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა.

აღნიშნული მუხლის თანახმად, „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.

12 იანვარს, ღამის 3 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებელთან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატები.

შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ოფიციალურად მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატებისთვის საქმის მასალები გამოძიებას ჯერ არ გადაუცია.

მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 09:40-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ბულაჩაური, ქუბრიაანთკარი, ნავაზი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან-ანდრიას და საზოგადოებას თანადგომას თხოვს
მთავარი

,,როგორ მივიტანო თქვენ გულებამდე უკვე აღარ ვიცი რომ ჩემ ძმას ჭირდება თქვენი დახმარება 1 ლარიც კიმნიშვნელოვანია 4 მაისს არის ჩაწერილი ექიმთან  ანდრიას დაეწყო ქცევითი აშლილობა იზიანებს თავს  მჭირდება თქვენი გვერდით დგომა მესამე ფსიქიატრს...

დაწვრილებითDetails

ელექტროიარაღით თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იმერეთსა და შიდა ქართლში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა გამოავლინეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ხრამზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოში მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს ხრამულის...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მედიცინა

ოთხშაბათს 29 აპრილს, 17:00 ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ. როგორც მოგეხსენებათ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

პატრიარქობის კანდიდატები მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი იქნებიან

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან:საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი...

დაწვრილებითDetails

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
მთავარი

აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად დაამტკიცა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, აჭარის განათლებისა და სპორტის...

დაწვრილებითDetails

“ზოგიერთი ელჩი პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს “- ლევან მახაშვილი

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
სამწუხაროდ, ევროპარლამენტის დებატებზე წარმოსახვით საქართველოს ვხედავთ, რეალური საქართველო კი სხვაა – ლევან მახაშვილი
მთავარი

ზოგიერთი ელჩი რაღაც პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს და მათ შორის, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმაც გადაწყვიტა, ამ მოდას აჰყვეს - ბევრი გვინახავს, რომ თავიდან ძმობას ეფიცება ხოლმე საქართველოს მოსახლეობას და ასრულებენ ისე,...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

იტალიაში 65 წლის სამტრედიელი ემიგრანტი, იზო არველაძე, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. იზო არველაძე წლების განმავლობაში ჯერ თურქეთში, შემდეგ კი იტალიაში მუშაობდა, რათა ოჯახსა და დაობლებულ...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
აპრილი 28, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"