მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის 9 მონაწილე, ოლიგარქის სასამართლომ 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმა.
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დილიდან მიმდინარეობდა. მუსიკოს ნინო ქათამაძეს, პედაგოგ ლადო აფხაზავას, ასევე ჟურნალისტებსა და ფსიქოლოგებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილს ედავებოდნენ.
მათ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია 26 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართეს.