„ჩვენი პოზიციაა, რომ თუ რუსული მხარე მზად არის, სურვილი და ნება აქვს იმის, რომ რეისები აღდგეს, ამას წინ არაფერი უდგას, რადგან ჩვენ მზად ვიყავით და ვართ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად“, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „პირველ არხს“ განუცხადა.
ზურაბ აბაშიძემ ამ კომენტარით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უპასუხა, რომელშიც საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე იყო საუბარი.
მისი თქმით, ფრენების შეწყვეტა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, ხოლო საქართველოში მისი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხის დაყენება საფუძველს მოკლებულია.