LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,მზად ვარ სიკვდილისთვის. როცა მოვდიოდი, ძალიან კარგად ვიცოდი…”მიხეილ სააკაშვილი

,,მზად ვარ სიკვდილისთვის. როცა მოვდიოდი, ძალიან კარგად ვიცოდი…”მიხეილ სააკაშვილი

დაპოსტა 2022/02/24-ში
A A
61
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კიევში სამედიცინო ტრანსფერით გადაიყვანონ.

სააკაშვილმა სხდომაზე ასევე ხელისუფლებას მიმართა, დროებით განაჩენი გადაუვადონ.

სააკაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება მის წინადადებას დათანხმდება, ის პირობას დებს, რომ საქართველოში დაბრუნდება და ასევე მის მომხრეებს საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„თქვენ იცით, რომ ციხეებში გადატანილი ტრავმების შედეგად განმივითარდა მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. მართლა მეცოდებიან ციხის ექიმები, რომლებიც ძალიან რთულ პირობებში არიან, რომ ეს სიმპტომები დაასტაბილურონ, რადგან სიმპტომები სულ უფრო მძიმდება. ეს დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს. მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ განაჩენი დროებით სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.

მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენკის ოფისის გვერდით და დღესაც მუშაობს, სხვათა შორის, მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ პატიოსან სიტყვას გაძლევთ და მე ჩემს სიტყვას არასდროს ვარღვევ, ვთქვი, რომ ჩამოვიდოდი და ჩამოვედი, ვიცოდი, რითი დამთავრდებოდა. თუ გადაწყვეტთ ამ სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე თბილისში ჩამოვალ.

თქვენ იცით,რომ ეს ასე იქნება, თუ რა თქმა უნდა, ცოცხალი დავრჩი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება. თუ კიევში ჩემს ტრანსფერს დათანხმდებით, განახორციელებს მესამე დიდი ევროპული ქვეყანა, რომლისგანაც შემოთავაზება გაქვთ და იცით, რომ ეს შემოთავაზება არაერთგზის ყოფილა.

თუ თქვენ ამ წინადადებას დათანხმდებით, მოვუწოდებ ყველა მომხრეს, საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ ამ პერიოდში. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირებული ნებისმიერი საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, საზღვარგარეთ ყოფნის დროს ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერევა.

„თუ ჩამომიყვანთ, ეს პირობა აღარ შესრულდება, მე კარგად ვაცნობიერებ, რომ კიევში ჩასვლა ახლა ძალიან სარისკოა. მათ ჯგუფებს აქვთ სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვისი განადგურებაც უნდათ და ერთ-ერთი პირველი ადგილი მიკავია, ეს ვიცი, როგორც უტყუარი ფაქტი. ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, რაციონალურად და განსჯით მიუდგეს ჩემს ამ წინადადებას და თავის მხრივ მზად ვარ, დავივიწყო ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა, რაც ციხეში გადავიტანე და ბევრი სხვა რამ.

საქმე ეხება ბევრად მნიშვნელოვანს, სხვა ყველა უთანხმოება წვრილმანად ჩანს იმასთან შედარბით, რაც დღეს ხდება, მაქვს თქვენი საღი აზრის იმედი. ჩემი შიმშილობა, რა თქმა უნდა, გრძელდება, მაგრამ როგორც გითხარით, მინდა აქტივისტებს ვთხოვო, ამ დღეებში საპროტესტო მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ.

მზად ვარ სიკვდილისთვის. როცა მოვდიოდი, ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ნებისმიერ მომენტში ეს შეიძლება მომხდარიყო. ეს არ არის შანტაჟი, ეს უბრალოდ ჩემი სურვილია.

არ მინდა, რომ თქვენ ხელი მოაწეროთ საქართველოს მორიგი პრეზიდენტის მკვლელობას, რაც ახლა ხორციელდება და საქართველო ვაქციოთ საკუთარი პრეზიდენტების სერიულ მკვლელად”,-განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება24

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
მთავარი

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა. ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება
მთავარი

ხონის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანი ჩხეიძემ ლიეტუაში, LCC- საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა. მან 20%-იანი დაფინანსება მოიპოვა და გლობალური ბიზნესი და საზოგადოებრივი ჩართულობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
მთავარი

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს. პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა - „ძალიან...

დაწვრილებითDetails

უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და გაუგზავნა რამდენიმე პირს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც  დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროლურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულის უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს მობილურ ტელეფონში ინახავდა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

სუს-მა თაღლითობის ბრალდებით საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ბევრ გაუგებრობას აგარიდებს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღეს ჯობს გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებულ გეგმას...

დაწვრილებითDetails

15 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ღამით აღმოსავლეთის, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"