იმერეთში მე-18 დღეა ახალი კორონავირუსი არ დაფიქსირებულა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 119 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითია.
ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები იყო.
იმერეთის რეგიონში, საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 197 მოქალაქე იმყოფება.