ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. სახელოსნო გასული წლის შემოდგომაზე თათა კაჭკაჭიშვილმა სკოლის ადმინისტრაციის თანადგომით გახსნა. მე-14 და სხვა სკოლების ბავშვები აქტიურად სწავლობენ გრაფიკას, ფერწერას, კომპოზიციას, ასევე გამოყენებით ხელოვნებას, რაც მათ მრავალმხრივ განვითარებაში, დროის საინტერესოდ და სასარგებლოდ გამოყენებაში ეხმარებათ.