ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ დაუმორჩილებლობის აქციაზე ისაუბრა, რომელიც 6 თებერვალს ჩაატრდა.
„აი, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ, ერთ თვეში, მაგრამ მე ძალიან მეშინია იმის, რაც მოხდა: იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს კოვიდს, რომ ასე მინიმუმამდე დავიდა ინფიცირების შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
6 თებერვალს დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა კომენდანტის საათი და სხვა რეგულაციები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა „დედაენის ბაღი“ 7 თებერვალს, დილის 5 საათის შემდეგ დატოვეს.










