ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ მიმართვას ავრცელებს და ამბობს რომ მოპარული ბავშვი არ არის.
„ისტორია ასეთია. მე მოპარული ბავშვი არ ვარ და ტყუილს ვერ ვიტყვი. მე რომ ეს ვთქვა, მერე იმ დედებს არ დაუჯერებენ, რომელთაც მართლა მოპარეს შვილები. ამდენ ადამიანს საკუთარი ისტორიისთვის ვერ გავწირავ.
მოხდა ჩემი გაშვილება, რადგან მამა იყო ცოლიანი კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. დედა არ იყო გათხოვილი და მოხდა. იმ პერიოდში ბავშვის უმამოდ გაზრდა წარმოუდგენელი იყო და ეს მესმის. დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, მას სიმსივნე აქვს მძიმე ფორმით. ყველას ვერ მოეწონები და რას ვიზავთ. მას არც გამოჩენა სურს და არც ჩემთან კონტაქტი“, – საუბრობს თამუნა მუსერიძე.
თამუნამ რამდენიმე თვის წინ ბიოლოგიური მამა იპოვა და მასთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა.
„გზაში ვერ ვფიქრობდი ვერაფერზე, კონცენტრირებული ვიყავი, რომ მალე უნდა ჩავსულიყავი.
რომ მივუახლოვდი, დამეწყო გულის ბაგა-ბუგი…უცბად გამახსენდა ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემზე წერდა, რომ მშობლებს ვღალატობდი.
მაგ დროს ვფიქრობდი, აი ახლა რომ გადავალ მამას ხომ არ ვღალატობთქო.
ერთადერთი რაზედაც მაშინ ვფიქრობდი, იყო ეს შეგრძნება…
სახლს ვერ მივაგენით და დავიწყეთ მეზობლებში კითხვა.
ჩემი საყვარელი ფერი არის სტაფილოსფერი, რაც კი კაბა, ჩანთა გამაჩნია ყველაფერი არის სტაფილოსფერი. რომ ჩავედით, მეზობელს ვკითხე გურგენ ხორავა სად ცხოვრობს მეთქი და აი იქ სტაფილოსფერი სახლი რომ დგას, ის არის გურგენ ხორავასიო.
პირველი რაც ვკითხე იყო ის, თუ რატომ იყო სახლი სტაფილოსფერი და მიპასუხა, რომ სტაფილოსფერი მისი საყვარელი ფერია და თვითონ შეღება სახლი ამ ფერად.
მე ვიცოდი, რომ მყავდა მამა, მაგრამ მან არ იცოდა ბავშვის არსებობა. ეს მისთვის იყო მოულოდნელი და დიდი შოკი, შეიძლება დღემდე ვერ არის ამ მდგომარეობიდან გამოსული,“ – აღნიშნა თამუნამ.