,,მე ვურჩევდი ვარლამ გოლეთიანს, როგორც უმცროს მეგობარს, რომ მეტი ახსნა-განმარტება მისცეს საზოგადოებას. შესაძლოა, რომ მას იგივე მოთხოვნები და წუხილები აქვს, მაგრამ მის გარშემო საზოგადოების ისეთი წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც სხვადასხვაგვარ დამაბნეველ გზავნილებს უგზავნიან და საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი”, – აცხადებს ნიკა მელია.
მელიას განცხადებით, იგი მხარს დაუჭერს ვარლამ გოლეთიანს. “მას სჭირდება მხარდაჭერა, თუნდაც რეკომენდაციის მიცემის სახით. არა მხოლოდ ტელევიზიით, არამედ თუნდაც კერძო საუბარში, რათა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გამოუვიდეს და არა, ნებსით თუ უნებლიეთ, საპირისპირო”, – განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.










