ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. აშშ-ის სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის დროს წესრიგს უზრუნველყოფდნენ, ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს. ინფორმაციას სააგენტო France-Presse ავრცელებს.
“მე ვნახე, როგორ გაჭყლიტეს ერთი გოგო, ის გარდაიცვალა”, – განუცხადა სააგენტოს თვითმხილველმა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, როგორ არღვევს ასობით ადამიანი ღობეებს და თვითმფრინავებამდე მივარდნას ცდილობს, რათა ავღანეთი დატოვებს. ფონად სროლის ხმა ისმის.
ამჟამად ქაბულის აეროპორტიდან დასავლეთის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. ბრიუსელის წყაროების თანახმად, ეს აეროპორტი ავღანეთში ბოლო დიდი ობიექტია, რომელსაც ჯერჯერობით NATO-ს ძალები აკონტროლებს. მის უსაფრთხოებას აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის სამხედროები უზრუნველყოფენ.










