თეა წულუკიანმა გახარიას შესახებ რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა , რომ მისი გზა არსად არ მიდის.
“ეს იყო ყოვლად ადეკვატური ადამიანი სწრაფი გადაწყვეტილებების მიმღები, კარგი მენეჯერი, მაგრამ არასოდეს არ იყო პოლიტიკოსი.
მენეჯერი, შესაძლოა, ახლაც კარგია და კარგად მართავს თავისი პარტიის კანტორას.
მე ვამბობ, რომ პოლიტიკოსი არ იყო და ვერ იქნება მომავალში.
მე მასთან ყველაფერი ღიად მაქვს ნათქვამი რასაც ახლა ვლაპარაკობ, რომ მისი გზა არსად არ მიდის,” – განაცხადა წულუკიანმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.