“იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა “თავისუფლება” არ ემეტება და მხოლოდ “ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება.
მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ “გასამართლებული” და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას.
მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას!
ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე,” | წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
სტატისტიკით დასტურდება, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ქუთაისის დემოგრაფიას და ეკონომიკას არ წაადგა – ირაკლი კობახიძე
ქუთაისში პარლამენტის ყოფნას ქუთაისის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა - შეიძლება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქუთაისის განვითარებაზე გავლენა არ ჰქონია! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში სტუმრობისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას....