სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობა ძალიან ფრთხილია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში, რათა რუსეთი არ განარისხოს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა France inter-თან ინტერვიუში.
,,რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ! ცხადია, არის განსხვავება ჩემსა და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს, და ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომ უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა.
მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის.
რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს.
გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ და ის, რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც”.- განაცხადა საქართველოს პრეზიდეტმა.