ვარდების რევოლუციას, 2 მთავრობის განვლილ 9-9 წელს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, „ამერიკის ხმასთან“ დენ ფრიდი, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, აფასებს.
ფრიდიმ თავის სიტყვით გამოსვლის დროს, მესამე პრეზიდენტმაც ახსენა. ის კარგად იცნობს ქვეყანას და რეგიონს და უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს ერთგული მეგობრების სიაშია.
,,მე არც ენმ-ს მომხრე, ან მოწინააღმდეგე ვარ და არც ოცნების, მე საქართველოს მომხრე ვარ და მინდა, რომ ამ ქვეყნის წარმატება ვნახო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის უნდა გახდეს დემოკრატიული, კანონის უზენაესობის მქონე ევროპის ნაწილი ქვეყანა.
ქართული ოცნება მოვიდა მთავრობაში იმ დაპირებით, რომ გააგრძელდება სააკაშვილის მთავრობის დროს დაწყებულ კარგ საქმეებს და უარს იტყოდა ცუდ ნაწილზე – რომ განვაზოგადოთ დაპირებები, დაახლოებით ასე გამოდის ის, რასაც ისინი ამბობდნენ.
მაგრამ, გასული წლის განმავლობაში ძალიან მძიმე იყო იმის ყურება, როგორ აქეზებდა მთავრობა ქუჩებში ძალადობას, იმის ნახვა როგორი ზეწოლა იყო მედიაზე და ბოლოს სააკაშვილის დაკავება.
ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება, როგორც წესი, ცუდი იდეაა. თუ სააკაშვილის მიმართ ერთ-ერთი კრიტიკული არგუმენტი ის იყო, რომ ის ძალიან პერსონალურად უდგებოდა ყველაფერს, მაშინ რას ვამბობთ ამ შემთხვევაში “ქართულ ოცნებაზე”?
არავის მოსწონს ივანიშვილის ხსენება, მაგრამ ისაა ლიდერი და ძალა “ქართული ოცნების” მიღმა.
მასთან მიმართებაში კი სულ მიჩნდება კითხვა- აქვს თუ არა მას საკმარისი დემოკრატიული პასუხისმგებლობა? ხდება ქართული დემოკრატია უფრო ძლიერი, თუ არა?
ამერიკის დახმარება საქართველოსადმი მხოლოდ საქართველოს გეოგრაფიული მდებაროების გამო არ მიეწოდება. ეს დახმარება მოდის იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ევროპული სტილის ქვეყნის სტატუსი ჰქონდა.
საქართველოს დიდხნიანი ტრადიცია აქვს ბევრად უფრო ლიბერალური პოლიტიკისა, ვიდრე მის მეზობლებს.
აკეთებს თუ არა “ქართული ოცნება” საკმარისს იმისთვის, რომ სიტუაცია ამ მხრივ გააუმჯობესოს?
ამაზე მე, როგორც ამერიკელი, ვერ ვუპასუხებ, ეს ქართველების გადასაწყვეტია. მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა, ნამდვილად არასწორია და ეს პრობლემაა.
ახლა, როდესაც პუტინი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, რომლებიც დემოკრატიისკენ მიისწრაფვიან, ზეწოლას ახდენს, საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტი უნდა გააძლიეროს დემოკრატიის გაძლიერებით.
ვრცლად წაიკითხეთ .










