მსოფლიოში აღიარებული ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ფეისბუკზე ჟურნალის ”ვოგი” რუსული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს ნაწილს ექსკლუზიურად აქვეყნებს.
-რენატა: შენ, მოდის ოსკარის მფლობელს, არ გეშინია, რომ ხალხი გადაგიყვარებს?
-დემნა: არა, რადგან წარსულში დიდი სიყვარული არასდროს მიგვრძვნია, არც ჩემი საქმიანობის და არც ჩემს მიმართ. ყოველთვის მტრულად მიღებდნენ. ამიტომ ვცხოვრობ შვეიცარიაში, ნეიტრალურ ზონაში, ემოციების მხრივაც კი.
-რენატა: მარტო დარჩენა არ გაშინებს, ან ძვირფასი ადამიანის დაკარგვა?
-დემნა: საშიშია, მაგრამ ცხოვრება ასეთია. მე ბევრი ადამიანი დავკარგე და არა იმიტომ რომ გარდაიცვალნენ. მათ დატოვეს ჩემი ცხოვრება, სხვათაშორის, ბევრმა მხოლოდ იმიტომ დამკარგა, რომ დალევა შევწყვიტე. ახალგაზრდობაში,როდესაც ანტვერპენში ვცხოვრობდი, იყო მომენტები, როდესაც ვირჩევდი, საჭმელი მეყიდა, თუ ღვინო. პირად ცხოვრებაში ძალიან ბევრი პრობლემა მქონდა, ოჯახში პრობლემები მქონდა. მეფიქრებოდა, რომ ყველამ დამტოვა, არავის ვუყვარვარ. ვიჯექი, ვტიროდი და ვსვამდი. მაგრამ შემდეგ ემოციების კონტროლს სწავლობ. ალკოჰოლის გარეშე ამას უკეთ აკეთებ. დღეს უკვე ძალიან ფოკუსირებული ვარ.
-რენატა: მაგრამ ხვდები, რომ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ხარ, სამყარომ შენთვის გამორჩეული გარემოებები შექმნა.
-დემნა: რა თქმა უნდა. მე არაფრიდან მოვდივარ. ბიჭი ვარ საქართველოდან, ლტოლვილი , მაგრამ მე მსხვერპლი არ ვარ. ყველაფერმა უფრო ძლიერი, გავლენიანი და ღრმა გამხადა. ეს საქმეშიც მეხმარება.
დემნა გვასალიას ინტერვიუს სრულად მკითხველი ნოემბერში იხილავს.










