მოსკოვში სკოლის მოსწავლემ ტუალეტში თანაკლასელი სამზარეულოს დანით დაჭრა, ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგო ჰოსპიტალიზირებულია, მას 26 ჭრილობა აქვს მიყენებული.
რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი 5-ე კლასელ გოგოებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
პროკურატურის მონაცემებით, თანაკლასელმა 2012 წელს დაბადებულ გოგოს ჭრილობები ცივი იარაღით სკოლის საპირფარეშოში მიაყენა. დაზარალებულს, რომელიც 11 წლისაა, პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება.