LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მეწყრული პროცესები შეუქცევადია და ჯერ კიდევ პროგრესირებს – ხემაღალისა და ღვერკის მცხოვრებლები ხელისუფლებას მიმართავენ

მეწყრული პროცესები შეუქცევადია და ჯერ კიდევ პროგრესირებს – ხემაღალისა და ღვერკის მცხოვრებლები ხელისუფლებას მიმართავენ

დაპოსტა 2025/09/23-ში
A A
46
ნახვა
გაზიარება

ხარაგაულის სოფელ ხემაღალისა და ღვერკის მცხოვრებლები “ოცნების” ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს წერილს უგზავნიან.
ადგილობრივები წერილით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესა და სახალხო დამცველ ლევან იოსელიანსა მიმართავენ.

მოსახლეობა მიმართვაში სოფლებში შექმნილ კრიტიკულ მეწყრულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვენ.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

მოგმართავთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში შექმნილ უმძიმეს ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც თითქმის ოთხი თვეა, აქტიურად და ხილულად მიმდინარეობს მეწყრული პროცესები, რაც ყოველდღიურად აუარესებს მდგომარეობას და უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და საკუთრებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია) ჩართულობა შექმნილი კრიზისის მართვასთან დაკავშირებით, არ არის საკმარისი და ვერ უმკლავდება არსებულ გამოწვევებს. პრობლემის მასშტაბურობა, მისი სირთულე და ის საფრთხეები, რაც სტიქიას მოაქვს / შესაძლოა, მოიტანოს, აშკარად სცდება ადგილობრივი რესურსებისა და მუნიციპალიტეტის კომპეტენციების ფარგლებს.

არსებული ვითარება საჭიროებს ცენტრალური ხელისუფლების აქტიურ ქმედებებს და კოორდინირებულ ჩართულობას, რათა დაძლეულ იქნას შექმნილი კრიზისი რეგიონში. გვსურს მოკლედ მოგახსენოთ ადგილზე შექმნილი კრიტიკული ვითარების შესახებ: ორი სოფლის ტერიტორია, დაახლოებით 90 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელიც გამოიყენებოდა საცხოვრებლად და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, სრულად დამეწყრილია და გამოუსადეგარი გახდა როგორც საცხოვრებლად, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის.

მეწყრული პროცესები შეუქცევადია და ჯერ კიდევ პროგრესირებს. გვინდა მოგახსენოთ, რომ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ დარჩენილია ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სიცოცხლისთვის საშიშ ვითარებაში. მდგომარეობა მძიმე და კრიტიკულია. მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი უშუალო ყურადღება და ჩართულობა არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. გთხოვთ, გულისხმიერებით მოეკიდოთ შემდეგ საკითხებს და დროულად გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები ამ გამოწვევების გადასაჭრელად:

1) უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიექცეს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და დროებით განსახლებას ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ასევე მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილი იყოს დაზარალებული ოჯახებისთვის საკუთარ სახლებში არსებული მოძრავი ნივთების, ღირებული სამშენებლო მასალებისა თუ კონსტრუქციული ელემენტების (მათ შორის, კარ-ფანჯრების, ღობის კონსტრუქციების და სხვა მოხსნადი ქონების) უსაფრთხო დემონტაჟისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო დახმარება და ხელშეწყობა, რათა თავიდან ავიცილოთ სრული ზარალი.

2) კომპლექსური და მიზეზების დამდგენი გეოლოგიური კვლევა: მუნიციპალიტეტის დაკვეთით მიმდინარე ე.წ. „კომპლექსური კვლევის“ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მეწყრული პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენას. მოსახლეობის აზრით, ეს პროცესი წლების მანძილზე გამოიწვია არასწორად წარმოებულმა სარკინიგზო გზის მშენებლობამ, კერძოდ, დასახლებულ პუნქტში აფეთქებებმა და მთის ფერდის ჩამოჭრამ 2019-2022 წლებში.

2020 წლიდან სოფლების ტერიტორიაზე უკვე შეინიშნებოდა მცირედი ბზარები როგორც გზებზე, ასევე საცხოვრებელ სახლებზე. დღეის მდგომარეობით კი მან მოიცვა ორივე სოფელი, რომლებიც მთლიანად განადგურებულია. კვლევა, რომელიც ჩატარდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაკვეთით, დასრულებულია და შედეგები 7 სექტემბერს უნდა გამხდარიყო საჯარო, თუმცა, არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოსახლეობისთვის არ ხდება გასაჯაროება. ასევე, ჩვენი მოსაზრებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეოლოგიური სამუშაოები არ იქნა სრულყოფილად შესრულებული.

მოვითხოვთ, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი სრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, რომელიც დაადგენს მეწყრული პროცესის გამომწვევ მიზეზებს. ასევე განისაზღვროს მისი ჩატარების კონკრეტული დრო და განრიგი.

3) ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის გარემოება, რომ არსებული სიტუაცია ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის არამარტო ამ ორ სოფელს, არამედ მთელ ხეობას, მიმდებარე სოფლებსა და ასევე, რკინიგზას. სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერკში მოწყვეტილი მიწის მასა პირდაპირ ჩაედინება მდინარე ყარნებას ხეობაში, რაც იწვევს წყლის მასის რამდენიმე ადგილზე დაგუბებას. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მიმდინარეობს წყლის გამოშვების სამუშაოები, გამოდინების პროცენტულობა ძალიან დაბალია, დაგუბებასთან შედარებით; განსაკუთრებით, ბოლო დღეებში არსებული უხვი ნალექის ფონზე, რაც თვალნათლივ ჩანს.

აღნიშნულის გათვალისწინებით ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მყისიერი რეაგირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა არ აღმოვჩნდეთ უმძიმეს სიტუაციაში.

4) ამ ოთხი თვის განმავლობაში მოსახლეობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი მხოლოდ ერთხელ შეხვდა, 22 ივლისს. მათი მხრიდან მეორე შეხვედრის დაპირების, ასევე ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გაცვლის მცდელობისა და შეხვედრის მოთხოვნის მიუხედავად, მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის დამატებითი კომუნიკაცია ამ დრომდე არ მომხდარა.

5) სამართლიანი კომპენსაცია და საკუთრების უფლების მოწესრიგება: ეკომიგრანტთათვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და მინიჭების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა და მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ დაზარალებული ოჯახებისთვის ღირსეული ცხოვრების უფლებას. აღნიშნული სოფლები ყველასთვის მამაპაპისეული ადგილია და წინაპრების საფლავებიც აქ არის.

გთხოვთ, თქვენი უშუალო ჩართულობით, განხილულ იქნას ჩვენი შემთხვევა, როგორც განსაკუთრებული, რათა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ალტერნატიულ უსაფრთხო და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილ ადგილას ამ ორი სოფლის მოსახლეობის დასახლების შესახებ, ან მოსახლეობისთვის ღირსეული კომპენსაციის გაცემის თაობაზე და ყველა დაზარალებულს, მიეცეს შესაბამისი და სათანადო კომპენსაცია. გვჯერა, რომ თქვენი მხრიდან პრობლემისადმი მეტი ყურადღების გამოჩენა და შესაბამისი უწყებების კოორდინაცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ჩვენი მოსახლეობის ბედი და მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დროულ და ქმედით ნაბიჯებზე. ვიმედოვნებთ, რომ უმოკლეს ვადაში მივიღებთ თქვენს პასუხს და დავინახავთ თქვენი მხრიდან რეალურ ნაბიჯებს ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად. პატივისცემით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალის და სოფელ ღვერკის მაცხოვრებლები – ნათქვამია წერილში.

 

ხარაგაულში აქტიური მეწყრული პროცესები 68 ჰექტარზეა გავრცელებული. სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში უკიდურესად მძიმე ვითარებაა. სახლები და სხვა შენობები მასობრივად ინგრევა, ნაპრალების ზომა კი ყოველდღიურად იზრდება. ამ ვითარებაში სოფლებში ჯერ კიდევ ცხოვრობს რამდენიმე ოჯახი.

„მთის ამბების“ მიერ შეგროვებული მასალებით ირკვევა, რომ როცა ჩინური კომპანია თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზებას ახორციელებდა, გვირაბის გასაჭრელად და რკინიგზის გასაფართოებლად მთას დიდი ხნის განმავლობაში აფეთქებდნენ, სოფლებიც მეწყერსაშიში სწორედ ამ პერიოდში გახდა.
გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

28 000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პოლიცია კანონის წესების სრული დაცვით იყო ასული აღნიშნულ გემზე – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.   საქმეზე...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის...

დაწვრილებითDetails

როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება – რას წერს მოკლული ბიჭის დეიდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნა­რი­მა­ნი­ძეა
მთავარი

მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"