საქართველოში სწავლა დაიწყო, თუმცა ქალაქების ნაწილში, მათ შორის ქუთაისში, ახალი სასწავლო წელი დისტანციურად განახლდა. ქუთაისში, ისევე როგორც თბილისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში, საკლასო ოთახებსა თუ აუდიტორიებში სწავლის დაწყება პირველი ოქტომბრიდან იგეგმება.
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...









