LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მეუღლის განსაკუთრებული  სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

დაპოსტა 2020/04/30-ში
84
ნახვა
გაზიარება

მარნეულის სოფელ ყარაჯალაში მეუღლის განსაკუთრებული  სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ ტელმან მუსტაფაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს

უწყების ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განსაკუთრებული  სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ძალადობისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული ტ.მ. დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, ტ.მ.-მ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის დის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს ხ.გ.-ს დანით ყელის და სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ხოლო მეუღლის დას ასევე დაზიანება მიაყენა ხელის არეში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად ტ.მ.-ს მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ტ.მ. 2020 წლის 16 თებერვალს გარდაბნის რაიონის სოფელ გაჩიანში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’, და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ტ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის  სახედ და ზომად 20  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და წერილი – პროკურატურამ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

იანვარი 26, 2026
52
მთავარი

პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო....

დაწვრილებითDetails

“მოვიდა დილით, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი, სავარძელზე დატოვა წერილი” – რა ხდება სუს-თან

იანვარი 26, 2026
627
მთავარი

"ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი, რაც შეგვიძლია გითხრათ, არის ის რომ, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გაიკეთა ბარიატრიული ოპერაცია, დაიკლო ათეულობით...

დაწვრილებითDetails

არსებული ინფორმაციით, სუს-თან, მანქანაში ცხედარი იპოვეს

იანვარი 26, 2026
233
მთავარი

  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში სუს-ის თანამშრომლის ცხედარი იპოვეს და საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კლიმინალისტები.

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
273
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

2025 წელს იმერეთში უკანონო თევზჭერის 117 ფაქტი გამოვლინდა

იანვარი 24, 2026
33
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 368 ფაქტი სისხლის...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
490
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

იანვარი 24, 2026
226
მთავარი

გვსურს, გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს

იანვარი 24, 2026
62
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე, მათ შორის -...

დაწვრილებითDetails

ტროტუარზე დგომისთვის 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

იანვარი 23, 2026
28
მთავარი

ტროტუარზე დგომისთვის ლუკა ნაგლიაშვილს, მიხეილ ზაქარეიშვილს, სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას 4 და 5 დღით პატიმრობა შეეფარდათ.  აქციის მონაწილე ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ,...

დაწვრილებითDetails

რუსული სიმღერის გამო მომხდარი ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორი პირს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

იანვარი 23, 2026
49
მთავარი

ჯგუფური ძალადობისთვის ბრალდებულ პოლიციელს მიხეილ გიგაურს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და კიდევ ორ პირს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქმე ეხება ტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».