“ნუ ხართ აგრესიულები საერთოდ, მთავარი არხი” – ასე მიმართა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს სახალხო დამცველთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მეუფე იაკობმა მედიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, ის, რომ ჟურნალისტები პანსიონთან იმყოფებიან ბავშვებისთვის სტრესია, ვინაიდან მისი მტკიცებით, ჟურნალისტები ბავშვებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
“თქვენ გთხოვთ, თქვენ მოგვცეთ ჟურნალისტებმა საშუალება, იქ ალყა, რომ გაქვთ დარტყმული, დიდი სტრესია ბავშვებისთვის და ვერ გამოდიან იმ სტრესიდან და მოგვცეთ საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ. თქვენ თუ არ დასტრესავთ ადამიანებს…
მთავარ არხს გეუბნებით მაშინ, ყიზილბაშებივით ალყა რომ გაქვთ შემორტყმული ყველას, ბავშვები გუშინ გეუბნებოდნენ, წადით წადითო, გარეთ გვინდა სეირნობა, თქვენს გამო ვერ დავდივართო, რატომ უშლით ბავშვებს, ბავშვები გეუბნებიან წადითო, გუშინ გამოვიდნენ და თქვეს წადითო…
ნუ ხართ აგრესიულები საერთოდ, მთავარი არხი”,- თქვა მეუფე იაკობმა.
სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირას ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში, მეუფე იაკობთან ერთად, შევა.
ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.










