კახი კალაძე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში სააკაშვილზე საუბარი მისთვის საინტერესო არ არის.
“არაერთხელ მოგვისმენია ეს განცხადებები – უკვე მერამდენედ ჩამოდის, ამიტომ ჩემთვის არაა საინტერესო საარჩევნო კამპანიის დროს სააკაშვილზე საუბარი, როდესაც ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი თბილისელებისთვის.
კანონის წინაშე ყველა თანასწორია – როდესაც ადამიანი არღვევს კანონს, მას პასუხისგება მოუწევს ამაზე.
არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმისა, როგორ იწყებენ მსოფლიოში სისხლის სამართლის საქმეებს მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ.
არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა. ადამიანს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული და მას მოუწევს პასუხისგება.
სააკაშვილის დაკავებით ქვეყანაში კრიზისის გამოწვევის საფრთხე არ არსებობს.
ნიკა მელიას ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული და ამასთან დაკავშირებით არსებობდა კონკრეტული კითხვები.
სააკაშვილის ჩამოსვლა “ქართული ოცნებისთვის” პრობლემაა თუ მაშველი რგოლი, ამაზე არჩევნების შემდეგ ვისაუბრებ, ზოგადად კი ვიტყოდი – მეტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში”, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.