მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, რაც ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეები ოპოზიციას იმ ვერდიქტს გამოუტანენ, რომელსაც შემდეგ გასაჩივრება აღარ დასჭირდება.
„მესმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა გამოჩენა რადიკალური ოპოზიციისთვის თავზარდამცემია, რაც ბუნებრივია, ვინაიდან 2012 წლის შემდეგ ეს ადამიანები სამართლიანად და ძალიან მტკივნეულად მარცხდებიან ყველა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ამისი ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია. შესაბამისად, ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” – კრიმინალის ინდიკატია და მისი ლიდერები არამარტო სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლის დამნაშავეები, არამედ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის მიმართ ყოველთვის მტრული პოზიციონირებით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, ახლა მთავარი ის არის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ამ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეები რადიკალურ ოპოზიციას იმ ვერდიქტს გამოუტანენ, რომელსაც შემდეგ გასაჩივრება აღარ დასჭირდება”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.










