მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – IPSOS-გლობალის კვლევის მიხედვით, ქუთაისში მერობის კანდიდატების რეიტინგი ასე გამოიყურება:
ხატია დეკანოიძე – 51,7%;
იოსებ ხახალეიშვილი – 48,3%.
კვლევა IPSOS-გლობალმა, “მთავარი არხის” დაკვეთით, 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩაატარა.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით, სულ გამოიკითხა 2 600 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.










