ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 130 -ვე უბნის ხმა დათვალა. ამ წუთებში ოლქების მონაცემების დაჯამება მიმდინარეობს და პარალელურად ცესკოს გვერდზე იტვირთება.
წინასწარი მონაცემებით, პარტია ქართულმა ოცნებამ 41,58%, ნაციონალურმა მოძრაობამ 29,72 პროცენტი აიღო. გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი 6,65%, ევროპული საქართველო 3,81, გირჩი 3,09; ლელო – 2,99, პატრიოტთა ალიანსი – 2,52 ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები – 1,17. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ მონაცემებით მეორე ტური იქნება ქუთაისში.
ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 36,14 % აიღო.
მერობის კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა – ქართული ოცნებიდან იოსებ ხახალეიშვილმა 46,10% აიღო, გრიგოლ შუშანიამ კი 31,47%.