ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, კრისტიან დანიელსონისა და “ქართული ოცნების” წევრების შეხვედრის პარალელურად, თეატრალიზებული აქცია-პერფორმანსი გამართეს ენმ-ს ახალგაზრდულმა ფრთამ.
”მელიებმა” ამ ფორმით სცადეს საკუთარი ხმა მიეწვდინათ ევროპელი მედიატორისთვის. ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.