პაკისტანში ყარაჩის ზოოპარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა ადამიანი მელიაა.
უცნაური არსება მელას სხეულითა და ქალის თავით, მნახველებს ნებისმიერ სხვა ცხოველზე მეტად აღაფრთოვანებს.
ყარაჩის ზოოპარკში ეს სანახაობა არ უნდა გამოტოვო. თავდაპირველად, როდესაც შენობაში შეხვალთ, მხოლოდ მელას ტყავს დაინახავთ, რომელიც მაგიდაზეა განთავსებული.
უეცრად კი იქ სადაც მელიას თავი უნდა იყოს, ქალის თავი ჩნდება.
მელიას პაკისტანელი მამაკაცი განასახიერებს, რომელიც 14 წლის იყო, როცა „მელიად მუშაობა“ დაიწყო. შესაბამისი მაკიაჟის საშუალებით ის ქალს ემსგავსება. თავშალი კი ფარავს მელიას თავისა და ტანის გადაბმის ადგილს. „მელია“ ამბობს, რომ დღეში დაახლოებით 5-6 დოლარს გამოიმუშავებს. სპეციალური ძაფების საშუალებით ის ამოძრავებს კუდს, თათებს.
სტუმრების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ქალი-მელია ნამდვილია და სჯერათ, რომ მას წინასწარმეტყველება შეუძლია. ისინი მას თავისი პრობლემების შესახებ უყვებიან და რჩევებსაც ეკითხებიან. მელია ამბობს, რომ ეს არის საკმაოდ მძიმე სამუშაო, მაგრამ მადლიერია, რომ ოჯახის სარჩენ ფულს შოულობს.
ადამიანი-მელია ცალკე ვოლიერშია და მის მოსანახულებლად 2 დოლარად დამატებითი ბილეთის შეძენა დაგჭირდებათ. „მელიას“ ამ თანხიდან არაფერი ხვდება. ის მნახველების შემოწირულებით არსებობს.










