“,,ფსიქოტროპული მედიკამენტების გაზრდილი დოზები არ მიუღია. „კეტილეფტი“ მას გაზრდილი დოზით არ მიუღია … წამლები ინიშნება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. იწყება მინიმალური ეფექტური თერაპიული დოზით და იმის მიხედვით, თუ რა შედეგს მიიღებ, თანდათან შეიძლება მოიმატოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის. რაც ვნახეთ, თერაპიულ დოზირებას არ სცილდება”, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი-ფსიქიატრი მარინე კურატაშვილი.
უნდა განვმარტო: მედიკამენტი კეტილეპტი (quetiapine, Seroquel) მიეკუთვნება ე.წ. მეორე თაობის ანტიფსიქოზური მედიკამენტების ჯგუფს და აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის FDA-ის მიერ დამტკიცებულია შემდეგი აშლილობების მკურნალობისთვის:
მწვავე შიზოფრენია; შიზოფრენიის შემანარჩუნებელი maintenance მკურნალობა; მწვავე მანია ზრდასრულებში; ბიპოლარული დაავადების შემანარჩუნებელი მკურნალობა maintenance; ბიპოლარული დეპრესია; დეპრესიისას ანტიდეპრესანტთან დასამატებლად (მხოლოდ Seroquel XR).
თუ ექიმი ამ წამალს სხვა მდგომარეობებისთვის (მაგალითად – ძილისთვის) დანიშნავს, ეს იქნება მედიკამენტის ჩვენების გარეშე (Off-label) გამოყენება და ამისთვის ექიმს პაციენტის (ან მისი მეურვის) თანხმობა უნდა ქონდეს.
ასე რომ, თუ მედიკამენტი პაციენტს ჩვენების გარეშე დაენიშნა და ამის შესახებ პაციენტი გაფრთხილებული არ იყო, მისი თანხმობა არ იყო მოპოვებული და ისტორიაში დაფიქსირებული – ეს არის დარღვევა და აქ მედიკამენტის დოზებზე ლაპარაკი საერთოდ უადგილოა. “-წერს მანანა გეგეშიძე.