ქართული მედიის წარმომადგენლებმა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას სრული შემადგენლობით გადადგომისთვის დროს ხვალამდე, 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქცია ხვალვე 18:00 საათზე განახლდება.
ამის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მთავრობის კანცელარიის მიმართულებით დაიწყეს.
ქართული მედიის მიერ მწვავე საპროტესტო აქცია, რომელიც 11 ივლისს, ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ გაიმართა, უპრეცედენტოა თავისი შინაარსით.
ქართული მედია, საქართველოს დამოუკიდებლობის 30–წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველად დაუპირისპირდა ხელისულფლებას და მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა მოითხოვა.










