გორდის სკოლის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და მოსწავლეები განახლებული სასწავლო სივრცით სარგებლობას მომავალი წლის იანვრიდან შეძლებენ – ეს შედეგი დადგა აღნიშნული საკითხით ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის დაინტერესის შემდეგ. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დროში გაიწელა, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. როდესაც „მეგა ტვ“-მა არსებული პრობლემის შესახებ შეიტყო, თემის აქტიური გაშუქება დაიწყო და ადგილობრივებთან ერთად, ჩართულობით მიაღწია იმას, რომ საკითხი დაიძრა.










