“მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და მომავალშიც ეს დამოკიდებულება გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის” | კალაძე ლავროვის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ “ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, არ გამოვა”
“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...










