ქუთაისის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართა. ბავშვებმა ჰანს კრისტიან ანდერსენის ,,მახინჯი იხვის ჭუკი” იხილეს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორია ნინო მაღლაკელიძე, მხატვარი და თოჯინების ოსტატი ილიკო საჯაია. ორივე მათგანი ქუთაისის თოჯინების თეატრთან პირველად თანამშრომლობენ.
“სპექტაკლი ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გამოგზაურებს რეჟისორის და მხატვრის არაჩვეულებრივი ტანდემით შექმნილი კონცეფცია. გასააზრებლადაც კი რთულია წარმოიდგინო ხასიათ მიცემული და სულ ჩადგმული საყოფაცხოვრებო უსარგებლოდ დასაწყობებული ნივთები . გამომსახველობითი ფორმები , სამსახიობო სინთეზური მწყობრი და კლასი. საკაცობრიო და აქტუალური მტკივეული თემით, როცა ყველასგან ზურგშექცეული მთავარი პერსონაჟი მოერევა ყველანაირ შიშს, დაცინვას უფრო მეტიც ის მის ადგილს პოულობს სამყაროში, მოიპოვებს თავისუფლებას და დაინახავს საკუთარ მშვენიერებასაც. წარმოდგენის კულმინაციაც ბედნიერების შეგრძნებას სრულად გაგრძნობინებთ და ამ მშვენიერებასთან ერთად აფრინდებით ვარსკვლავებით მოჭედილ სივრცეში და თეატრის კედლებიდან ცნობიერთან ერთად გაგყვებათ ყველგან სადაც მხოლოდ კარგზე იფიქრებთ.” – აცხადებენ ქუთაისის თოჯინების თეატრში.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ჯანეტ ქობულაძე, აბელ სოსელია, ბაქარ დეისაძე, თეა გეგეჭკორი, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნინო შეყლაშვილი ,სერგი ზოსიაშვილი .რეჟისორის თანაშემწე მარინა გაგოშიძე. ტექ რეჟისორი ლეილა დვალიშვილი.
სპექტაკლების დასაწყისი შაბათს 12 სთ და 13. 30 წთ კვირა 13 სთ და 14 სთ 30 წთ ბილეთის ფასი 3 ლარი. შეგიძლიათ შეიძინოთ წარმოდგენამდე 30 წუთით ადრე.