ზუგდიდის ე.წ. საკონსერვოს უბანში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნგრევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. ნანგრევებში მოყოლილი 11 წლის მარიამ მამასახლისი მაშველებმა სასწაულებრივად გადაარჩინეს.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 5 ოჯახი ცხოვრობს.