“სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” (ISSA) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა 46,5% – ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მაღალ ფასებს მიიჩნევს; 42,1% – უმუშევრობას; 21,0% – ქართველების ემიგრაციას ქვეყნიდან
კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც, დღესდღეობით, ქვეყნის წინაშე დგას? პასუხები ასე გადანაწილდა:
- 46,5% – მაღალი ფასები
- 42,1% – უმუშევრობა
- 21,0% – ქართველების ემიგრაცია ქვეყნიდან
- 18,0% – ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება
- 16,4% – სიღარიბე
- 15,5% – უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები
- 15,4% – კრიმინალი და დაუცველობა
- 13,0% – დაბალი ხელფასები
- 12,0% – ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
- 12,9% – დაბალი პენსიები
- 11,6% – ზოგადი განათლების ხარისხი
- 8,3% – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შელახვა
- 7,3% – უმაღლესი განათლების ხარისხი
- 6,8% – სასამართლოს დამოუკიდებლობა
- 6,5% – ლგბტ ცხოვრების წესის გავლენა
- 6,3% – რუსეთთან ომში საქართველოს ჩართვის საფრთხე
- 4,0% – დასავლეთთან ცუდი ურთიერთობა
- 3,8% – ქართული ოცნების მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა
- 3,7% – რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები
- 2,3% – სუსტი პოლიტიკური ოპოზიცია
- 2,7% – სხვა
- 0,3% – ეთნიკური უმცირესობების გარიყვა/მათ მიმართ უყურადღებობა
- 0,1% – მიჭირს პასუხის გაცემა
- 0,4% – უარი პასუხზე
![](https://api.mtavari.tv/files/inline-images/000.png)
კვლევა 2025 წლის 18-30 იანვარს “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა. გამოიკითხა 2 000 რესპოდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.