LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევები – TI განახლებულ სიას აქვეყნებს

მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევები – TI განახლებულ სიას აქვეყნებს

დაპოსტა 2024/07/09-ში
A A
44
ნახვა
გაზიარება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებზე, სია განაახლა. ბოლო მონაცემებით, სიაში შესლია 183 მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევა, რომელშიც 185 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, 16 მოსამართლე, 34 პარლამენტის წევრი, 30 მთავრობის წვერი და 57 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი.

„კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის – თითქმის სრული დაუსჯელობით. სამწუხაროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო“, – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

მათივე მოკვლევის მიხედვით, ბოლო განახელება ასეთია:

„სავარაუდო კორუფცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

სავარაუდო კორუფციული ნიშნები გამოიკვეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე კომპანიის მიერ მიღებულ სახელმწიფო შესყიდვებში, რომლებიც სამშენებლო ან/და გზის მოწყობის სამუშაოებს ასრულებენ. ისინი დაკავშირებულნი არიან მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან, და/ან არიან პოლიტიკური შემწირველებიც. მაგალითად, შპს „ლიდერი+“-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ ბაია კვიციანის ძმაა. კომპანიამ 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 37 232 754 ლარის ხელშეკრულებები მიიღო“. წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

საეჭვო კორუფციული გარიგებები აჭარაში

აჭარაში თანამდებობის პირებთან, ძმებ აკაკი, როლანდ და რაულ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია შპს ესია ჯგუფმა 2021-2024 წლებში 5 344 077 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო. ეს თანხა კომპანიამ ან ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულებით, უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებით მიიღო.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ადიგენის მერთან დაკავშირებული სავარაუდო კორუფციული შემთხვევა

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის, ძმა ერთ-ერთია იმ 5 ბიზნესმენს შორის, რომელმაც ადიგენის მერიასთან ერთად ააიპ „ადიგენის განვითარების ფონდი” დააფუძნა. ლევან ქიმაძეს ადიგენის მუნიციპალური ააიპ-ებიდან 2013-2023 წლებში შესყიდვებით 1 287 209 ლარი აქვს მიღებული. მერის მეორე ძმას, ჯემალ ქიმაძეს მეოთხე წელია ააიპ „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის“ დირექტორის პოზიცია უკავია.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

პოლიცია და სასამართლო აქტივისტების წინააღმდეგ ხელისუფლების სამსახურში

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს სქემას, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება პოლიციასა და სასამართლოს აქტივისტების წინააღმდეგ. სიუჟეტში განხილულია 5 საქმე, როცა პოლიციამ აქტივისტები გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ დააკავა, ცრუ ჩვენებების საფუძველზე და შემდეგ ისინი სასამართლომ, ობიექტური მტკიცებულებების უგულებელყოფით, სამართალდამრღვევად ცნო. ამ საქმეების განხილვის ეტაპზე მოსამართლეები ნინო შჩერბაკოვი და კობა ჩაგუნავა გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნულნი. 2023 წლის 3 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

წყარო: სტუდია მონიტორი ; ნეტგაზეთი

თბილისის ვიცე-მერის ქონება

თბილისის ვიცე-მერს ქონებრივი დეკლარაციის თანახმად სახლი არ აქვს, თუმცა, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით ირაკლი ხმალაძე ფეშენებელურ პენტჰაუზში კრწანისის ელიტურ დასახლებაში ცხოვრობს. ეს კომპლექსი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძეს ეკუთვნის. ნამორაძემ კრწანისი ვილა რეზიდენსის მშენებლობა უნებართვოდ 2015 წელს დაიწყო, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ მრავალბინიანი სახლების მშენებლობის უფლება მოიპოვა. მას შემდეგ ნამორაძემ თბილისის მერიისგან არაერთი პრობლემური ნებართვაც მიიღო. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ხმალაძის დეკლარაციაში სხვა დარღვევებიც გვხვდება.

წყარო: სტუდია მონიტორი

კახა კალაძის მეჯვარის მიერ მოგებული უკონკურენტო და უპირობო აუქციონი

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით რეაბილიტირებული 4 ისტორიული შენობა „გუდიაშვილის მოედანზე“, უკონკურენტო და უპირობო აუქციონის გზით საბოლოოდ ქ. თბილისი მერის, კახა კალაძის მეჯვარის, ივლიანე წულაიას ბიზნეს ჯგუფის საკუთრებაში აღმოჩნდა.

წყარო: სტუდია მონიტორი

მოსამართლე ლევან მურუსიძის დაუდეკლარირებელი და დაუსაბუთებელი ქონება

ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე კახეთში, ალაზნის ველიდან რამდენიმე კილომეტრში 170 ჰა მიწას ფლობს, რომელიც ახლობლის, თამთა მიქანაძის სახელზე აქვს რეგისტრირებული. თამთა მიქანაძის სახელზეა 120 კვ.მ ბინა იპოდრომთან, რაც, გამოძიების თანახმად, სავარაუდოდ, ასევე მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეიძინა.

წყარო: სტუდია მონიტორი

პარლამენტის ყოფილი წევრის სახელმწიფო შესყიდვები

პარლამენტის ყოფილი წევრის, სერგო ხაბულიანის კომპანიამ 2011 წლიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებით 306 909 196 ლარი მიიღო. ხაბულიანის კომპანიას მოგებული 68 ტენდერიდან 33-ში კონკურენტი არ ჰყოლია, ხოლო 16 ტენდერი სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო.

ხაბულიანმა და მისმა ოჯახმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ 398 000 ლარი გაიღეს.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ხობის მერიის სავარაუდოდ მორგებული ტენდერი

ხობის მერიამ 2024 წლის 17 იანვარს 6 სხვადასხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 10 818 151 ლარია. მერიის მიერ დადგენილი სატენდერო პირობები კონკურენციას ზღუდავს და სავარაუდოდ, მორგებულია სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია სს არქეოპოლისზე. ხობის მერიის 2023 წლის იანვარში გამოცხადებულ მსგავს ტენდერში სს არქეოპოლისმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“,- აღნიშნულია კვლევაში.

 

იხილეთ სია სრულად:

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

ილია II-ს დღეს დაკრძალავენ

by მეგა TV
მარტი 22, 2026
0
“ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა” – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს დაკრძალავენ.   დაკრძალვის დღესთან დაკავშირებული სამზადისი სამებაში უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, მათ შორის ეწყობა როგორც...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"