გუშინ შუადღეს ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა , 3 კი დაშავდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
სასროლეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კლინიკაში რჩება. ერთი პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სხეულის 20%-იანი დამწვრობით არის მოთავსებული.










