მასწავლებელმა, რომელმაც მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები დასჯის მიზნით მუხლებზე დააყენა, სკოლა და საკრებულო ერთდროულად დატოვა.
ცნობილია, რომ რახმან მუსაევი მარნეულის საკრებულოს წევრი იყო და ქართულ ოცნებას წარმოადგენდა.
მარნეულის რესურსცენტრში ამბობენ, რომ მშობლების მოთხოვნის მიუხედავად რახმან მუსაევის სკოლაში დაბრუნება არ იგეგმება.
ქართული ენის მასწავლებელმა, რომელიც ამავე დროს საკრებულოს წევრია, მოსწავლეები, საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო დასაჯა და მუხლებზე დააყენა. დასჯილ ბავშვებს კი ფოტო გადაუღო და ახლობლებს გაუგზავნა.
ბოლო ინფორმაციით, მასწავლებელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და სკოლიდან წავიდა. შსს-მ კი გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.