დღეს ჭყონდიდლობაა. დავით აღმაშენებლის და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი შეამკო.
თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება.
გაიმართება მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
ადგილობრივებს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ მეგრული კულინარიის მასტერკლასებში მონაწილეობა .
მარტვილში ჭყონდიდლობის დღესასწაულის აღნიშვნა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო. ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.

Double-click
Select to translate











