LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მარსელის ციხეში მყოფი  ქართველი “კანონიერი ქურდი“  საქართველოს პრეზიდენტს უჩივის

მარსელის ციხეში მყოფი ქართველი “კანონიერი ქურდი“ საქართველოს პრეზიდენტს უჩივის

დაპოსტა 2022/01/24-ში
A A
508
ნახვა
გაზიარება

საფრანგეთში, მარსელის ციხეში მყოფი გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდი“ კახაბერ შუშანაშვილი, იგივე “კახა რუსთავსკი“ საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის. “პრაიმტაიმს“ ინფორმაცია შუშანაშვილის წარმომადგენელმა, ნანა ფრიდონაშვილმა დაუდასტურა.

“კანონიერი ქურდის“ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში უკვე მიიღო.

კახა შუშანაშვილი სასამართლოში პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმად, 2020 წლის 5 ივნისს მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად სასამართლოში მოპასუხე მხარედ წარმოდგენილია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოც.

სწორედ სააგენტოს დასკვნის საფუძველზე გამოსცა პრეზიდენტმა N146 ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, კახაბერ შუშანაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

სააგენტოს დასკვნით, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, კახაბერ შუშანაშვილის მიერ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღება გახდა.

ნანა ფრიდონაშვილი “პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც კახა შუშანაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა არაავთენტურია. მისი თქმით, ინტერპოლით ძებნილი შუშანაშვილი რუსეთის მოქალაქეობას ფიზიკურად ვერ მიიღებდა, რადგან დროის მოცემულ მონაკვეთში ის მარსელის ციხეში, სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს.

“კახაბერ შუშანაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის უკანონო შეწყვეტა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ნამდვილად გავასაჩივრეთ. მოპასუხეებად, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვცანით.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, მოპასუხეებმა, შესაგებლები წარმოადგინეს. ორივე მოპასუხემ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტომ, რუსეთის ფედერაციის პასპორტის ერთი ფურცელი წარადგინეს. პასპორტის ამ ერთ ფურცელზე, სხვა პიროვნების ფოტოა და ხელმოწერაც კახაბერ შუშანაშვილს არ ეკუთვნის. გაყალბებული პასპორტის მიხედვით, კახაბერ შუშანაშვილმა, თითქოსდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, 2015 წელს მიიღო.

როდის, როგორ და რა ვითარებაში მოხდა კახაბერ შუშანაშვილის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის გაყალბება, ვფიქრობ, ამ საკითხებით კახაბერ შუშანაშვილის ადვოკატები დაინტერესდებიან და კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

კახა შუშანაშვილის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტი რომ ყალბია და კახაბერ შუშანაშვილს, სხვა ქვეყნის, (მათ შორის, რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეობა არასდროს მიუღია, სასამართლოში, ეს აუცილებლად დადასტურდება.

კახაბერ შუშანაშვილს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2003 წლიდან დღემდე არ გადმოუკვეთავს. აბსოლუტურად გაუგებარია, სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტომ, კახაბერ შუშანაშვილის მიერ, თითქოსდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების ფაქტი, რომელ გარემოებებზე დაყრდნობით დაადგინა…

2014 წლის აგვისტოდან დღემდე, კახაბერ შუშანაშვილი საფრანგეთის პენიტენციურ დაწესებულებაში, სამარტოვე საკანში იმყოფება. მისი უფლებები მუდმივად ირღვევა.

კახაბერ შუშანაშვილის სამარტოვე საკანში ყოფნა, საფრანგეთის სასამართლომ, ფაქტობრივად, წამებად აღიარა, თუმცა, პენტენციური დაწესებულება, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და კახაბერ შუშანაშვილის მიმართ, უკანონო ქმედებები კვლავ გრძელდება. დამეთანხმებით, ასეთ მდგომარეობაში მყოფ პატიმარს, სურვილიც რომ ჰქონოდა, რუსეთის ფედერაციის პასპორტს, ციხეში არავინ მიართმევდა“, – აცხადებს ნანა ფრიდონაშვილი.

“პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ საქართველოს საელჩომ ესპანეთში, კახაბერ შუშანაშვილის სახელზე, საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, 2009 წლის 11 მაისს გასცა და ამ პასპორტის მოქმედების ვადა 2019 წლის 11 მაისს ამოიწურა.

2011 წლის 15 მარტიდან დღემდე შუშანაშვილი, საქართველოს მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში, 2011 წლიდან დღემდე მიმდნარეობს (დაუსწრებლად) სისხლის სამართლის საქმის განხილვა კახა შუშანაშვილის და ასევე მისი ძმის, ლაშა შუშანაშვილის მიმართ.

საფრანგეთი კი კახა შუშანაშვილს, ნიცაში ქართველი კრიმინალური “ავტორიტეტის“, ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობას ედავება. საბერძნეთში იხდის სასჯელს მისი ძმა, ლაშა შუშანაშვილიც, რომელიც 2018 წელს ქართული მაფიის წინააღმდეგ ევროპოლის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააპატიმრეს.

 

გაზიარება203

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს
მთავარი

ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის კლინიკას ახალი დირექტორი ჰყავს. ლაშა ლეჟავა კლინიკის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.   მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ...

დაწვრილებითDetails

იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
იმერეთს 24 ახალი ავტობუსი და 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება
მთავარი

იმერეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განახლდება - იმერეთის 8 მუნიციპალიტეტს 24 ახალი ავტობუსი, ხოლო 5 მუნიციპალიტეტს 12 ახალი მიკროავტობუსი ეყოლება. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაძენად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ ორი ტენდერი გამოაცხადა. ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ხონელი მარიამ ჩხეიძის წარმატება
მთავარი

ხონის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ანი ჩხეიძემ ლიეტუაში, LCC- საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩააბარა. მან 20%-იანი დაფინანსება მოიპოვა და გლობალური ბიზნესი და საზოგადოებრივი ჩართულობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს
მთავარი

ოზურგეთის მერის შემდეგ, თანამდებობები მისმა 2-მა მოადგილემ, ადმინისტრაციის უფროსმა, პროტოკოლმა და ბაღების გაერთიანების უფროსმაც დატოვეს. პაატა კუნჭულიამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ამის შესახებ ოზურგეთის ყოფილმა მერმა Facebook სტატუსით განაცხადა - „ძალიან...

დაწვრილებითDetails

უკანონოდ მოიპოვა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და გაუგზავნა რამდენიმე პირს – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა ფოტოსურათი, რასაც  დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა – დაკავებულია 1 პირი
მთავარი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროლურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულის უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტოსურათებს მობილურ ტელეფონში ინახავდა...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

სუს-მა თაღლითობის ბრალდებით საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავა

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
სუს-მა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
არასრულწლოვანებმა სააფთიაქო და მაღაზიათა ქსელებიდან პროდუქცია გაიტაცეს – დაკავებულია 5 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 2 წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი...

დაწვრილებითDetails

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღეა. შესაძლოა, მოულოდნელად საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა ბევრ გაუგებრობას აგარიდებს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღეს ჯობს გადაწყვეტილებები ემოციების ნაცვლად კარგად გააზრებულ გეგმას...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"