Aktual.ge-ის ინფორმაციით, 6 აპრილის ღამეს უცნობმა პირებმა ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა ისროლეს.
არსებული ცნობით, ხელყუმბარა არ აფეთქებულა. როგორც ამბობენ, ამ ინციდენტის უკან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები არიან. მოპოვებული ინფორმაციით, რამოდენიმე ხნის წინ კრიმინალური სამყაროს წევრებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, რაზეც ბიზნესმენმა უარი განაცხადა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.