უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში 11 წლის ტანმოვარჯიშე კატია დიაჩენკო სახლის ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია გამოცემა Факты-ს რედაქტორმა გაავრცელა.
„ეკატერინა დიაჩენკო, 11 წლის. უკრაინული რიტმული ტანვარჯიშის პატარა ვარსკვლავი. მას არა ერთხელ გაუმარჯვია დიდ შეჯიბრებში თავის ასაკობრივ კატეგორიაში. ის მარიუპოლში მტრის ჭურვის შედეგად განადგურებული სახლის ნანგრევების ქვეშ დაიღუპა …“.- წერს ის სოციალურ ქსელში.