მარიუპოლში უმძიმესი ვითარებაა -ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო საპორტო ქალაქში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობას ჯოჯოხეთურს უწოდებს.
მერის განცხადებით, ოკუპანტები მტკიცებულებების დამალვას ცდილობენ, დაღუპულებს კი წვავენ.
ქალაქში ჯოჯოხეთია. მინიმუმ 120,000 მაცხოვრებელი დარჩა ხაფანგში ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გარეშე. ის რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანა“, – განაცხადა ბოიჩენკომ.