მარიუპოლში ააფეთქეს შენობა სადაც თავს ბავშვები და ქალები აფარებდნენ.
კიდევ ერთი ბომბი აუზ “ნეპტუნში” დაეშვა. შენობა ორსული ქალებისა და 3 წლამდე ბავშვების დედების თავშესაფარი იყო. ერთი ორსული ქალი ნანგრევებშია მოყოლილი და მის ამოყვანას ცდილობენ.
დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო:
“მარიუპოლის რამდენიმე ასეული მცხოვრები იმალებოდა დრამატულ თეატრში. რა დაემართათ მათ, ახლა უცნობია, რადგან თავშესაფრის შესასვლელი ნამსხვრევებითაა სავსე.
რუსებმა უკვე დაიწყეს ტყუილი, რომ იქ იყო აზოვის პოლკის შტაბი. თვითონაც მშვენივრად იციან, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
“ასევე მხოლოდ სამოქალაქო პირები იყვნენ “ნეპტუნში”. ახლა ნანგრევების ქვეშ, ორსული ქალები და ბავშვებიანი ქალები არიან. ეს არის სუფთა ტერორიზმი!
“ამ დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.
“გარდა ამისა, დღეს რუსულმა საზიზღრობამ გრადებიდან ესროლა მარიუპოლიდან ზაპოროჟიესკენ მიმავალ საავტომობილო კოლონას. არის 5 დაშავებული, მათ შორის, ერთი ბავშვი“.










