შსს-ს სანქცირებული მაღალჩინოსნების “ღირსების ორდენით” დაჯილდოებას სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე ეხმაურება.
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ 29 იანვარს მიღებული რეზოლუციით, PACE საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის შეჩერებას მოითხოვდა, ამის პარალელურად კი “მარიონეტულმა პრეზიდენტმა სანქცირებული ფიგურები “დაამშვენა”.
გუშინ PACE საქართველოში საპოლიციო ძალების მრიდან ძალადობის შეჩერებას მოითხოვდა და დღეს მარიონეტულმა პრეზიდენტმა “დაამშვენა” შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებული ფიგურები, რომლებიც ძალადობასა და წამებაზე არიან პასუხისმგებელნი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შსს-ს მაღალჩინოსნები “კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ.
ვინ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით – სრული სია:
- ვახტანგ გომელაური;
- შალვა ბედოიძე;
- ალექსანდრე დარახველიძე;
- გიორგი ბუთხუხი;
- იოსებ ჭელიძე;
- თემურ კუპატაძე;
- ვაჟა სირაძე;
- სულხან თამაზიშვილი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);
- მილერი ლაგაზაური;
- მირზა კეზევაძე.










